EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

მზადება ევროვიზიის კონკურსისთვის - ნინა სუბლატი გამოკითხვებში ლიდერ პოზიციებზეა

ავსტრიის დედაქალაქში ევროვიზიის ფინალისა და ნახევარფინალებისათვის მზადება თითქმის დასრულებულია. 

დღეს „ვენა არენაზე“ კონკურსანტების გენერალური რეპეტიცია გაიმართება. 

ქართველი მომღერალი ნინა სუბლატი ჟიურისა და მსმენელის წინაშე 19 მაისს, ნახევარფინალურ კონკურსზე წარდგება. 

წინასწარი გამოკითხვებით, ქართველი კონკურსანტი პირველ ხუთეულში შედის და ევროვიზიის წინა წლის გამარჯვებულის, კონჩიტა ვურსტის სიმპათიასაც იმსახურებს. კონჩიტა ვურსტი ექსკლუზიურად „მოამბემ“ ჩაწერა.