EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ნინა სუბლატის წარმატებული გამოსვლა ვენაში - რა გამოხმაურება მოჰყვა პირველ რეპეტიციას

ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის წარმატებული გამოსვლა ვენაში - მედიის გამოკითხვით, ნინა სუბლატი პირველ ადგილს იკავებს. 

ქართველმა მომღერალმა ავსტრიის დედაქალაქში პირველი რეპეტიცია უკვე გაიარა. 

„ევროვიზია 2015-ზე“ საქართველოს სახელით ნინა სუბლატი პირველად 19 მაისს იმღერებს. 

ევროპის წლის გრანდიოზულ მუსიკალურ სანახაობას პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მანამდე კი ვნახოთ, რა გამოხმაურება მოჰყვა ქართველი მომღერლის პირველ რეპეტიციას.