EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ნინა სუბლატის პირველი რეპეტიცია ვენაში

ნინა სუბლატმა ვენაში, ევროვიზიის კონკურსის წინ პირველი რეპეტიცია გაიარა. 

საქართველოს დელეგაციის წევრების განცხადებით, რეპეტიცია მაღალ დონეზე ჩატარდა და ქართველი კონკურსანტის გამოსვლამ ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა. 

„ევროვიზია 2015-ზე“ საქართველოს სახელით ნინა სუბლატი პირველად 19 მაისს იმღერებს. 19, 21 და 23 მაისს, 23:00 საათიდან პირველი არხი ევროპის წლის გრანდიოზულ მუსიკალური სანახაობას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.