EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ევროვიზია 2015-ის საკონკურსო სიმღერის კლიპის პრეზენტაცია დღეს კაფე Innova- ში გაიმართება

ევროვიზია 2015-ის საკონკურსო სიმღერის კლიპის პრეზენტაცია დღეს კაფე Innova- ში გაიმართება. ვიდეოკლიპი სტუდია BigCAKE-მა გადაიღო. 

გადაღებები საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონში მიმდინარეობდა. ვიდეორგოლის რეჟისორია დავით გოგოხია. 

პრეზენტაციას, სხვა ცნობილ სტუმრებთან ერთად, შვედი ქორეოგრაფი და რეჟისორი საშა ჟან ბატისტი დაესწრება. 

2015 წლის ევროფესტივალზე საქართველოს მომღერალი ნინა სუბლატი წარადგენს. ევროვიზიის საიუბილეო მე-60 კონკურსს ავსტრიის დედაქალაქი ვენა უმასპინძლებს. 

კონკურსის ნახევარფინალი 19 და 21 მაისსაა ჩანიშნული. ფინალური ტური კი 23 მაისს გაიმართება.