EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

„ევროვიზია 2015-ის“ საიმიჯო ვიდეორგოლის გადაღება დაიწყო

„ევროვიზია 2015-ის“ საიმიჯო ვიდეორგოლზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ნინა სუბლატი მალე მსმენელის ყურადღების ცენტშში მოექცევა. 

Warrior - ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც ევროპის 40 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავა. ვიდეორგოლის რეჟისორი დავით გოგოხიაა. ქართველი კონკურსანტის კოსტუმებზე კი დიზაინერმა ლაშა ჯოხაძემ იზრუნა. 

ევროვიზიის სიმღერის 2015 წლის კონკურსზე საქართველოს ნინა სუბლატი მე-8 ნომრად წარდგენს. ნინა სუბლატი პირველ ნახევარფინალურ საღამოზე 19 მაისს იმღერებს. 

თათია ბუხრაშვილი გიამბობთ.