EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ევროვიზია 2015-ზე საქართველოს მომღერალი ნინა სუბლატი წარადგენს

ევროვიზია 2015 წლის ქართველი კონკურსანტის ვინაობა უკვე ცნობილია. საქართველოს მომღერალი ნინა სუბლატი სიმღერით Warrior წარადგენს. 

ეროვნული ტურის 5 გამარჯვებულს შორის საუკეთესო მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ ერთობლივად გადაცემა "კომუნიკატორის" პირდაპირ ეთერში გამოავლინეს. 

ევროვიზიას წელს ავსტრიის დედაქალაქი უმასპინძლებს. ნინა სუბლატი მეცხრე მუსიკოსი იქნება, რომელიც საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას კონკურსში.