EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ევროვიზია 2015-ის ქართველი მონაწილის ვინაობა ცნობილი დღეს გახდება

მუსიკალური კონკურსის ევროვიზია 2015-ის ქართველი მონაწილის ვინაობა ცნობილი რამდენიმე საათში გახდება. 

მას მაყურებელი და საერთაშორისო ჟიური ერთობლივად გამოავლენს. 

თუ ვინ გაემგზავრება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ევროვიზიის საიუბილეო კონკურსზე, გადაცემა "კომუნიკატორის" პირდაპირ ეთერში გახდება ცნობილი. 

ორი კვირის განმავლობაში პირველი არხის ეთერში საერთაშორისო ჟიურის მიერ შერჩეული ხუთი კონკურსანტის: ეთერ ბერიაშვილის, ედვარდ მეისონის, ჯგუფ "ნიუტონის", ნინა სუბლატის და მიშა სულუხიას სიმღერები  ტრიალებდა.   

მაყურებელს  თავისი რჩეულისთვის დღეში მხოლოდ ერთი სმს-ის და ერთი ზარის განხორციელება შეეძლო.