EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

"ევროვიზია 2014–ის" გამარჯვებული ავსტრიელი კონკურსანტი გახდა

კონკურსანტმა 290 ქულა აიღო, აქედან 10 ქულა - საქართველოდან. მეორე ადგილზე ჰოლანდიური ჯგუფი “ქომონ ლაინითსი” გავიდა. მესამე ადგილი კი შვედმა მომღერალმა სან ნილსენმა დაიკავა. "ევროვიზია 2015" გამარჯვებულ ქვეყანაში ჩატარდება. უკვე ცნობილია, რომ მას ვენა უმასპინძლებს.ფინალში ქართველი მაყურებლის მიერ დაწერილი ქულები ასე გადანაწილდა: სომხეთს - 12 ქულა, ავსტრიას - 10 ქულა, რუსეთს კი ქართველმა მაყურებელმა 8 ქულა დაუწერა.ევროვიზია 1956 წლიდან ყოველ წელს იმართება. წელს მასში 25 ქვეყანა მონაწილეობდა.