EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ევროვიზიაზე ჯგუფი "შინი" და მარიკო ებრალიძე გაემგზავრებიან

მარიკო ებრალიძე რამდენიმე დღეში გაემგზავრება გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, სადაც "შინთან" ერთად სიმღერას ჩაწერს, რომელზეც ჯგუფი უკვე მუშაობს. ამის შემდეგ საქართველოში ერთობლივი ვიდეოკლიპის გადაღება დაიწყება. კლიპს რეჟისორი კახა ბუხრაშვილი გადაიღებს. წლევანდელი ევროვიზიის ფინალი კოპენჰაგენში 10 მაისს გაიმართება. დეტალებზე მარიკა შალიკაშვილი გიამბობთ.