EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

საბავშვო ევროვიზია 2010-ის ფინალურ ტურამდე რამდენიმე საათი რჩება

კონკურსის ქართველი მონაწილე მარიამ კახელიშვილი სცენაზე მეცამეტე ნომრად გამოვიდა და სიმღერა „მარი–დარი“ შეასრულა. საბავშვო ევროვიზია 2010 - ის ფინალური ტური საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირ ეთერში დღეს, 23 საათსა და 15 წუთზე გადაიცემა. უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს შესაძლებლობა ექნებათ სატელეფონო ზარებითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ქართველ კონკურსანტს მხარი დაუჭირონ. კონცერტს 2008 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ჯგუფი "ბზიკები" გახსნის.