გრიგოლ ყიფშიძე საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მეცხრე ნორმად გამოვა
2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი გრიგოლ ყიფშიძე მეცხრე ნორმად გამოვა.საბავშვო ევროვიზიის გახსნის ოფიციალური ცერემონია ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს გაიმართა. წითელ ხალიჩაზე, კონკურსანტებთან ერთად, 16 ქვეყნის დელეგაციამ გაიარა.
საიუბილეო, საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი ოლიმპიურ სასახლეში 26 ნოემბერს გაიმართება. საქართველო საბავშვო ევროვიზიას პირველად მასპინძლობს.