
ელენე მიქიაშვილი - ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილე
დაიბადა 1997 წლის 18 ნოემბერს.
2004-2012 წლებში სწავლობდა თბილისის ზურაბ ანჯაფარიძს სახელობის 28-ე სამუსიკო სკოლაში, ვიოლინოს სპეციალობით; ამავე სკოლაში იყო ქალთა გუნდის წევრი.
2006 წელს საქართველოს მაშტაბით გამართულ მუსიკალურ კონკურსში "მელოდია 2006" მე-2 ადგილი დაიკავა.
ის იყო ნუნუ გაბუნიას მოსწავლე. ასევე, სწავლობდა თამარ ჭოხონელიძესთან.
2011-2013 წლებში დადიოდა ხელოვნების სტუდიაშიTEEN CLUB, სადაც ვოკალის, ცეკვისა და გიტარის კურსები გაიარა.
2015 წელს მონაწილეობდა პროექტში The Voice Of Georgia. 2015 წლიდან დღემდე თანამშრომლობს Dj-სთან, აქვს საკუთარი სიმღერები, ასევე აკეთებს ქავერებსა და რემიქსებს.
საკონკურსო სიმღერა - Fighter (კომპოზიტორები - Ylva and Linda Persson)