EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

კლასიკურ ევროვიზიაზე საქართველოს ლიზი რამიშვილი წარადგენს

კლასიკური მუსიკის ევროვიზიის 2012 წლის საერთაშორისო კონკურსის პირველი ქართველი მონაწილის ვინაობა ცნობილია. ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გამართულ ფინალურ ტურში ექვს ახალგაზრდა მუსიკოსს შორის გამარჯვებული ლიზი რამიშვილი გახდა. 

ცნობილი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები კონკურსანტებმა თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულეს, რომელსაც ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა. ჟიურის გადაწყვეტილება მაყურებელს კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ გააცნეს. 

ევროვიზიის ფინალური კონცერტი პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. კლასიკური მუსიკის ევროვიზიის კონკურსს წელს, მაისში ვენა უმასპინძლებს.