2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი
2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი პოლინა ბოგუსევიჩი გახდა სიმღერით Wings.
საქართველოს წარმომადგენელმა გრიგოლ ყიფშიძემ, სიმღერით „გულის ხმა“ მეორე ადგილი დაიკავა.
საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. საქართველომ საბავშვო ევროფესტივალს წელს პირველად უმასპინძლა. კონკურსში 16 ქვეყანა მონაწილეობდა.