საზოგადოებრივი
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

თამარა გაჩეჩილაძე საქართველოს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს სიმღერით Keep the Faith!

თამარა გაჩეჩილაძე ევროვიზიის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულია, სიმღერით - Keep the Faith. სწორედ ის წარადგენს საქართველოს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, კიევში.

ეროვნული კონკურსის გამარჯვებული მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ 25 კონკურსანტს შორის, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. თამარა გაჩეჩილაძემ ჟიურის წევრებისა და მაყურებლისგან ჯამში - 122 ქულა მოიპოვა. 

ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა. შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.

ეროვნული კონკურსის საუკეთესო ხუთეულში არიან:
თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith - 122 ქულა
ნუცა ბუზალაძე, სიმღერით White Horses Run - 107 ქულა
ჯგუფი The Mins, სიმღერით Crime - 105 ქულა
მალიბუ, სიმღერით We Live Once - 105 ქულა
მარიამ ჩაჩხიანი, სიმღერით Fly - 83 ქულა

მზადება საბავშვო ევროვიზიისთვის
საბავშვო ევროვიზია 2017 - გრიგოლ ყიფშიძე
საბავშვო ევროვიზია 2017 - შიდაშესარჩევი კონკურსი
საბავშვო ევროვიზია 2017 - სავიზიტო ვიდეორგოლები
ევროვიზია 2017- თამარა გაჩეჩილაძე
ევროვიზია 2017 - ეროვნული კონკურსი
ევროვიზია 2017
მარიამ მამადაშვილი - საბავშვო ევროვიზია 2016
ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz - ევროვიზია 2016
"ვირუსის" - საბავშვო ევროვიზია 2015
ნინა სუბლატი - ევროვიზია 2015
Lizi-Pop - საბავშვო ევროვიზია 2014
The Shin & მარიკო - ევროვიზია 2014
The Smile Shop - საბავშვო ევროვიზია 2013
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი - ევროვიზია 2013
The FunKids - საბავშვო ევროვიზია 2012
ანრი ჯოხაძე - ევროვიზია 2012
ლიზი რამიშვილი - ევროვიზიის კლასიკური მუსიკის კონკურსი 2012
ჯგუფი Eldrine- ევროვიზია 2011
Candy - საბავშვო ევროვიზია 2011
სოფო ნიჟარაძე - ევროვიზია 2010
მარიამ კახელიშვილი - საბავშვო ევროვიზია 2010
სტეფანე და 3G - ევროვიზია 2009
PRINCESSES - საბავშვო ევროვიზია 2009
დიანა ღურწკაია - ევროვიზია 2008
"ბზიკები" - საბავშვო ევროვიზია 2008
სოფო ხალვაში - ევროვიზია 2007
მარიამ რომელაშვილი - საბავშვო ევროვიზია 2007