20 იანვარს, 20:00 საათზე, პირველი საზოგადოებრივის პირდაპირ ეთერში - ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი
ვინ დაიკავებს საქართველოს სახელით ევროვიზიის დიდ სცენას უკრაინაში. 20 იანვარს, 20:00 საათზე, პირველი საზოგადოებრივის პირდაპირ ეთერშია თბილისის საკონცერტო დარბაზი - ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი.საერთაშორისო ჟიური და ხალხი - 25 კონკურსანტიდან ირჩევს საუკეთესოს. შემოგვიერთდი, აირჩიე შენი ხმა ევროვიზიაზე! დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიე ვებგვერდს.
20 იანვარს ეროვნული კონკურსის გამარჯვებული დასახელდება, რომელიც საქართველოს წარადგენს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, კიევში.