EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ევროვიზია 2016. პირველი ნახევარფინალი

ევროვიზიის სიმღერის რიგით 61-ე კონკურსის პირველ ნახევარფინალურ ტურს 10 მაისს სტოკჰოლმი მასპინძლობს.

პირველი ნახევარფინალის 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 მათგანი, მაყურებლისა და ჟიურის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ხმის მიცემის შედეგად, გადავა. 

2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალის მონაწილე ქვეყნებია:

ფინეთი

საბერძნეთი

მოლდოვა

უნგრეთი

ხორვატია

ნიდერლანდები

სომხეთი

სან მარინო

რუსეთი

ჩეხეთის რესპუბლიკა

კვიპროსი

ავსტრია

ესტონეთი

აზერბაიჯანი

მონტენეგრო

ისლანდია

ბოსნია და ჰერცეგოვინა

მალტა

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (შვედეთი) და “დიდი ხუთეულის" გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი ფინალისტების ვინაობა ნახევარფინალების შედეგად გამოვლინდება.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 61-ე კონკურსს სტოკჰოლმი მასპინძლობს. გრანდიოზული სანახაობის მეორე ნახევარფინალი 12, ხოლო ფინალი 14 მაისს გაიმართება. კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს. 

2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენლები, ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz ევროვიზიის კონკურსის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე, 12 მაისს, მე-16 ნომრად წარდგებიან. 

შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს. 10, 12 და14 მაისს, 23:00 საათზე, „ევროვიზია 2016“ პირველი არხის პირდაპირ ეთერშია.

(eurovision.tv)

საბავშვო ევროვიზია 2017 - რუსეთი
საბავშვო ევროვიზია 2017 - სერბეთი
საბავშვო ევროვიზია 2017 - ავსტრალია
საბავშვო ევროვიზია 2017 - იტალია
საბავშვო ევროვიზია 2017 - უკრაინა
საბავშვო ევროვიზია 2017 - მალტა
საბავშვო ევროვიზია 2017 - კვიპროსი
საბავშვო ევროვიზია 2017 - პოლონეთი
საბავშვო ევროვიზია 2017 - ნიდერლანდები
საბავშვო ევროვიზია 2017 - სომხეთი
საბავშვო ევროვიზია 2017 - ბელარუსი
საბავშვო ევროვიზია 2017 - პორტუგალია
საბავშვო ევროვიზია 2017 - ირლანდია
საბავშვო ევროვიზია 2017 - მაკედონია
საბავშვო ევროვიზია 2017 - ალბანეთი
2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი
საბავშვო ევროვიზია 2017
გრიგოლ ყიფშიძე - საბავშვო ევროვიზია 2017
საბავშვო ევროვიზიის გახსნის ცერემონია
მზადება საბავშვო ევროვიზიისთვის
საბავშვო ევროვიზია 2017 - გრიგოლ ყიფშიძე
საბავშვო ევროვიზია 2017 - შიდაშესარჩევი კონკურსი
საბავშვო ევროვიზია 2017 - სავიზიტო ვიდეორგოლები
ევროვიზია 2017- თამარა გაჩეჩილაძე
ევროვიზია 2017 - ეროვნული კონკურსი
ევროვიზია 2017
მარიამ მამადაშვილი - საბავშვო ევროვიზია 2016
ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz - ევროვიზია 2016
"ვირუსის" - საბავშვო ევროვიზია 2015
ნინა სუბლატი - ევროვიზია 2015
Lizi-Pop - საბავშვო ევროვიზია 2014
The Shin & მარიკო - ევროვიზია 2014
The Smile Shop - საბავშვო ევროვიზია 2013
სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი - ევროვიზია 2013
The FunKids - საბავშვო ევროვიზია 2012
ანრი ჯოხაძე - ევროვიზია 2012
ლიზი რამიშვილი - ევროვიზიის კლასიკური მუსიკის კონკურსი 2012
ჯგუფი Eldrine- ევროვიზია 2011
Candy - საბავშვო ევროვიზია 2011
სოფო ნიჟარაძე - ევროვიზია 2010
მარიამ კახელიშვილი - საბავშვო ევროვიზია 2010
სტეფანე და 3G - ევროვიზია 2009
PRINCESSES - საბავშვო ევროვიზია 2009
დიანა ღურწკაია - ევროვიზია 2008
"ბზიკები" - საბავშვო ევროვიზია 2008
სოფო ხალვაში - ევროვიზია 2007
მარიამ რომელაშვილი - საბავშვო ევროვიზია 2007