საზოგადოებრივი
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

საბავშვო ევროვიზია 2017 - ბილეთები tkt.ge-ზე

საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ერთობლივად წარმოგიდენთ საბავშვო ევროვიზია 2017-ის გრანდიოზულ კონკურსს თბილისში.

მაყურებლის წინაშე წარდგება 16 ქვეყნის მონაწილე და პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

საბავშვო ევროვიზია 2017-ის ფინალური შოუ დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

tkt.ge-ს ინფორმაციით, ბილეთების შეძენა აუცილებელია ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის.

მათივე ცნობით, დარბაზში შესასვლელი კარი გაიღება 16:30 საათზე და 18:30 საათზე დაიკეტება.

tkt.ge-ს ვებგვერდზეა აღნიშნული, ამ დროისთვის ხელმისაწვდომია 100-ზე მეტი, 5 ლარიანი დასადგომი ბილეთი.

ევროვიზია 2017-ს კვიპროსის წარმომადგენელი ნიკოლა ნიკოლაუ გახსნის. ბოლო მონაწილე, რომელიც სცენაზე გამოვა, იტალიის წარმომადგენელი მარია ისიდე ფიოერეა იქნება. ქართველი კონკურსანტი გრიგოლ ყიფშიძე კი ფინალში მეცხრე ნომრად გამოვა.

საბავშვო ევროვიზიის შესახებ სიახლეები იხილეთ ბმულზე.