EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ერთი დღე საბავშვო ევროვიზია 2017-ის ფინალამდე - მთავარი შოუ ხვალ, 19:00 საათზე დაიწყება

ზუსტად ერთი დღე რჩება, საბავშვო ევროვიზია 2017-ის ფინალამდე, რომელსაც საქართველო მასპინძლობს. ხვალ, ოლიმპიური სასახლის სცენას მსოფლიოს 16 ქვეყნის კონკურსანტი დაიკავებს, რომელთა შორის საუკეთესოს მაყურებელი და ჟიური ერთობლივად გამოავლენს, მანამდე კი დღეს გენერალური რეპეტიცია ჩატარდება.

საქართველოში იმყოფება საერთაშორისო მედიის 75 წარმომადგენელი, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამართულ პრესკონფერენციებს ესწრებიან, სადაც მათ საშუალება აქვთ, თითოეულ მონაწილეს დაუსვან შეკითხვები.

26 ნოემბერს მთავარი შოუ ზუსტად 19:00 საათზე დაიწყება, თუმცა, დარბაზში ყველა კარი 18:30 წუთზე ჩაიკეტება, რის შემდეგაც მაყურებელი დარბაზში ვეღარ შევა.