EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

გრიგოლ ყიფშიძემ საბავშვო მუსიკალური მეგაშოუს „რანინას“ მონაწილეებს უმასპინძლა

საბავშვო მუსიკალური მეგაშოუს „რანინას“ მონაწილეებს ოლიმპიურ სასახლეში 2017 წლის ევროვიზიის ქართველმა კონკურსანტმა, გრიგოლ ყიფშიძემ უმასპინძლა.

პირველი არხის ახალი პროექტის კონკურსანტებს გრიგოლ ყიფშიძემ ოლიმპიური სასახლე დაათვალიერებინა და წლევანდელი ევროვიზიის კონკურსის დეტალებზე ესაუბრა.

ასევე, მეგა შოუს 10 რჩეულ ბავშვს გრიგოლ ყიფშიძემ კითხვები ახალი მუსიკალური პროექტის შესახებაც დაუსვა.

ახალი მუსიკალური პროექტი „რანინა“ პირველ არხზე იანვარში დაიწყება. პროექტის გამარჯვებული კი, 2018 წელს საქართველოს საბავშო ევროვიზიაზე წარადგენს.