EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტები დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან

საბავშვო ევროვიზიის კონკურსანტები დღეს მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

71 აკრედიტირებული ჟურნალისტის შეკითხვას დღეს რვა ქვეყნის მონაწილე უპასუხებს. თითო მონაწილისთვის 20 წუთია გამოყოფილი.

დღევანდელ პრესკონფერენციაში მონაწილეობას ქართველი კონკურსანტი გრიგოლ ყიფშიძეც მიიღებს.

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი გრიგოლ ყიფშიძე მეცხრე ნომრად გამოვა.

საბავშვო ევროვიზიას კვიპროსის წარმომადგენელი ნიკოლა ნიკოლაუ გახსნის. ბოლო მონაწილე, რომელიც ევროვიზიის სცენაზე გამოვა, იტალიის წარმომადგნელი მარია ისიდე ფიოერეა.

საიუბილეო, საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი ოლიმპიურ სასახლეში 26 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.