EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

საბავშვო ევროვიზიის წამყვანების იმიჯზე დათუნა სულიკაშვილი იზრუნვებს

დათუნა სულიკაშვილი საბავშვო ევროვიზიის წამყვანების იმიჯზე ზრუნავს, ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა ლიზა ჯაფარიძისთვის და ელენე კალანდაძისთვის 6 სხვადასხვა სტილის კოსტიუმი შექმნა. მაყურებელს დათუნა სულიკაშვილის სამოსის ნახვა 26 ნოემბერს პირდაპირ ეთერში შეეძლება. 

დათუნა სულიკაშვილის, როგორც დიზაინერის, დებიუტი პირველი კოლექციით მისი თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტობის პერიოდში შედგა. სწორედ ეს იყო მისი წარმატებული კარიერის დასაწყისი, რომელიც სავსეა შესანიშნავი კოლექციებით და სამოდელო შოუებით, რომლებიც აღიარებულია მომხმარებლების და კრიტიკოსების  მიერ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მის მიერ  უჩვეულო ადგილებში გამართული შოუები მოდის კვირეულებსა და კონკურსების ბოლო ისრებია. მისი სტილი გამოირჩევა ქალურობით, გრძელი კაბებით და შერეული, კონტრასტული მასალებით. დათუნა სულიკაშვილის მიერ ძირითადად გამოყენებული ფერებია შავი, კრემისფერი, წითელი და ნაცრისფერი, ტექსტილი - აბრეშუმი, ბამბა და ქაშმირი. მისი ხელით დამზადებული ნაქარგები თვალწარმტაცია. მისი ნამუშევრები ყოველთვის სიმშვიდეს ჰგვრის მნახველს, მათ თან სდევს შთამბეჭდავი მუსიკა, ნამდვილი კუტურიეს წესებისა და პრინციპების შესაბამისად.

დათუნა სულიკაშვილს მონაწილეობა მიუღია სხვადასხვა ღონისძიებებში მოდის სფეროში, მათ შორის Benext Fashion Design Contest, თბილსის მოდის კვირეულში, საქართველოს მოდის კვირეულში, Mercedes-Benz - ის მოდის დღეებში, ალმათის მოდის კვირეულში, ბაქოს მოდის კვირეულში, ასტანას მოდის კვირეულში, ტალინის მოდის კვირეულში, სადაც მისი კოლექციები მაღალ შეფასებას იღებდნენ ცნობილი კრიტიკოსებისგან. Godfrey Deeny შემდეგნაირად აფასებს მის ჩვენებებს: საუკეთესო ჩვენებები წარმოდგენილი საქართველოს მიერ უმეტესად დათუნა სულიკაშვილს ეკუთვნის, რომელმაც წარმოადგინა გოთიკური ქალღმერთის ჩვენება. 

მისი ნამუშევრებით იმოსებიან ცნობილი მსახიობები, მომღერლები და პოლიტიკოსები. მისი კლიენტები დათუნას კოლექციას ყიდულობენ თბილისში, მოსკოვში, პარიზში, ალმათში, ასტანაში, სოჭში და კიევში, ასევე აშშ-ს რამდენიმე ონლაინ მაღაზიაში.