EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ხუთი დღე საბავშვო ევროვიზიამდე - ღონისძიების სტუმრებს გრანდიოზულ შოუზე 26 ნოემბერს 17:00-დან 18:30 საათამდე ელოდებიან

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის დაწყებამდე, ხუთი დღე დარჩა.

გრანდიოზული შოუ 26 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

„სასახლე სტუმრებს 17:00 საათიდან 18:30 საათამდე მიიღებს.

აღნიშნული დროის შემდეგ, სტუმარი ვერ შეძლებს ტერიტორიაზე შემოსვლას.

გთხოვთ, გაითვილისწინოთ, რომ ნებისმიერი ასაკის ბავშვს ესაჭიროება ბილეთი“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

საქართველო საბავშვო ევროვიზიას პირველად მასპინძლობს.