EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

გრიგოლ ყიფშიძე საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მეცხრე ნორმად გამოვა

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი გრიგოლ ყიფშიძე მეცხრე ნორმად გამოვა.

საბავშვო ევროვიზიის გახსნის ოფიციალური ცერემონია ​ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს გაიმართა. წითელ ხალიჩაზე, კონკურსანტებთან ერთად, 16 ქვეყნის დელეგაციამ გაიარა.

საიუბილეო, საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი ოლიმპიურ სასახლეში 26 ნოემბერს გაიმართება. საქართველო საბავშვო ევროვიზიას პირველად მასპინძლობს.