
2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში ბელარუსს Helena Meraai წარადგენს
2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში ბელარუსს Helena Meraai, სიმღერით I Am The One წარადგენს.გამარჯვებული ჟიურის გადაწყვეტილებით და საზოგადოების მიერ ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა (პრინციპით 50/50).
შეგახსენებთ, რომ სამი გამარჯვების შემდეგ 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს საქართველო მასპინძლობს. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდა ვარსკვლავი ეწვევა.
წყარო - junioreurovision.tv