
საბავშვო ევროვიზია 2018 ბელარუსის დედაქალაქში გაიმართება
საბავშვო ევროვიზია 2018 ბელარუსის დედაქალაქში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპული სამაუწყებლო კავშირის ვებგვერდზე ვრცელდება.
მე-16-ე მუსიკალურ კონკურსს „ბელტელერადიოკომპანია“ გააშუქებს. საბავშვო ევროვიზია ბელარუსში უკვე მეორედ გაიმართება. პირველად ქვეყანამ კონკურსს 2010 წელს უმასპინძლა. წელს კი საბავშვო ევროვიზია საქართველოში, 26 ნოემბერს გაიმართება.
წყარო: EBU