საზოგადოებრივი
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში კვიპროსს Nicole Nicolaou წარადგენს

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში კვიპროსს Nicole Nicolaou, სიმღერით I Wanna Be A Star წარადგენს. მისი სიმღერა დაწერილია Constantinos Christoforou-ს მიერ. სიმღერა ახალგაზრდებს ეხება, რომლებიც უნდა იყვნენ თავდაჯერებული და ჰქონდეთ საკუთარი თავის რწმენა, რომ მიაღწევენ ყველაფერს რაც სურთ.

შეგახსენებთ, რომ სამი გამარჯვების შემდეგ 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს საქართველო მასპინძლობს. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდა ვარსკვლავი ეწვევა.

წყარო - junioreurovision.tv
ფოტო - CyBC