
2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე უკრაინას ანასტასია ბაგინსკა წარადგენს
ანასტასია
ბაგინსკა საბავშვო ევროვიზიის ეროვნულ ფინალში გამარჯვების შედეგად, ევროპის წინაშე სიმღერით - Ne zupyniai (Do
Not Stop) წარსდგება.
შეგახსენებთ, რომ სამი გამარჯვების
შემდეგ, 2017 წლის საბავშვო
ევროვიზიის სიმღერის კონკურსს საქართველო მასპინძლობს. საბავშვო ევროვიზიის
რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ
სასახლეში ჩატარდება. კონკურსში მონაწილეობის
მისაღებად, თბილისს ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდა ვარსკვლავი ეწვევა.