საზოგადოებრივი
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

2017 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ნიდერლანდებს ჯგუფი „FOURCE“ წარადგენს

პირველად საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში ნიდერლანდებს ბიჭების ბენდი წარადგენს. საბავშვო ევროვიზიის ეროვნული ფინალის შედეგად ჯგუფმა ევროვიზიის საგზური მოიპოვა. სიმღერა, რომლითაც ბენდი თბილისში წარსდგება მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

ეროვნული ფინალის შემდეგ ბენდმა სახელწოდების შესარჩევად საზოგადოებას თხოვნით მიმართა, რის შედეგადაც შეირჩა სახელი „FOURCE“.

შეგახსენებთ, რომ სამი გამარჯვების შემდეგ 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს საქართველო მასპინძლობს. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდა ვარსკვლავი ეწვევა.

წყარო http://www.junioreurovision.tv/page/blog?id=269742 

ფოტო: ©AVROTROS