საზოგადოებრივი
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ჟიურიმ საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერა გამოავლინა

დღეს ჟიურიმ საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერა გამოავლინა. გიგა კუხიანიძის კომპოზიცია ჟიურის წევრებმა ღია კენჭისყრით  აირჩიეს. შეფასებისას მათთვის არ იყო ცნობილი კომპოზიციის ავტორთა ვინაობა. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ მოწვეული წევრები: პროდიუსერი - ზაზა შენგელია, მომღერალი - მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი - დავით ევგენიძე; საზოგადოებრივი მაუწყებლიდან: მუსიკალური რედაქტორი - ელისო შენგელია და ხმის რეჟისორი - გიორგი ასანიშვილი.

თავდაპირველად, კონკურსის ფარგლებში განაცხადების მიღება 12 დან 25 სექტემბრამდე მიმდინარეობდა, თუმცა წარმოდგენილი კომპოზიციებიდან, ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული არ გამოვლინდა და განაცხადების მიღების ვადა 5 ოქტომბრამდე გაგრძელდა.  

შეგახსენებთ, რომ სამი გამარჯვების შემდეგ 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს საქართველო მასპინძლობს. 

საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ევროპის 16 ქვეყნის წარმომადგენელი ახალგაზრდა ვარსკვლავი ეწვევა.