საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ჟიურის გადაწყვეტილებით, ევროვიზიის სიმღერის შესარჩევი კონკურსის ვადა გაგრძელდა

ჟიურის გადაწყვეტილებით, 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის შესარჩევი კონკურსის ვადა 5 ოქტომბრამდე გაგრძელდა. 

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის შესარჩევად 12-დან 25 სექტემბრამდე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, წარმოდგენილი კომპოზიციებიდან, ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებული არ გამოვლინდა და განაცხადების მიღების ვადა 5 ოქტომბრამდე გაგრძელდა. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, ავტორებმა და კომპოზიტორებმა ელექტრონულ მისამართზე junioreurovision@gpb.ge უნდა გამოაგზავნონ სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნილი სიმღერა და ავტობიოგრაფია. 

სიმღერის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, ხოლო ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე. 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ eurovision-georgia.ge; დაგვიკავშირდით ნომერზე - 2409110. 

ჟიურის შემადგენლობაში არიან მოწვეული წევრები: პროდიუსერი - ზაზა შენგელია, მომღერალი - მაია ბარათაშვილი, მუსიკოსი - დავით ევგენიძე; საზოგადოებრივი მაუწყებლიდან: მუსიკალური რედაქტორი - ელისო შენგელია და ხმის რეჟისორი - გიორგი ასანიშვილი.