საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ცხადდება კონკურსი საბავშვო ევროვიზიის წამყვანის შესარჩევად

პირველი არხი აცხადებს კონკურსს - 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის წამყვანის შესარჩევად. თუ სრულყოფილად ფლობ ინგლისურ ენას, გაქვს შოუს წაყვანის გამოცდილება, მაშინ გეძლევა შანსი გახდე ევროპის ყველაზე მასშტაბური საბავშვო კონკურსის მასპინძელი.

31 აგვისტოდან - 6 სექტემბრამდე გამოაგზავნე ელ.მისამართზე - junioreurovision@gpb.ge განაცხადი, ერთი ფოტო, ბიოგრაფია, საკონტაქტო ნომერი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ eurovision-georgia.ge; დაგვიკავშირდით  - 2409110

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს საქართველო მასპინძლობს. საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი 26 ნოემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება.