საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

საბავშვო ევროვიზიისთვის სავიზიტო ვიდეორგოლები მზადდება - 18 ვიდეობარათს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაიღებენ

საბავშვო ევროვიზიისთვის სავიზიტო ვიდეორგოლები მზადდება. თბილისში დაგეგმილი ევროპული სატელევიზიო შოუსთვის კლიპებს რეჟისორი ზაზა ორაშვილი იღებს. 

18 ვიდეობარათს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაიღებენ, რათა ევროპელ მაყურებელს საქართველო, მისი კულტურა, ტრადიციები და ქართველი ხალხი უკეთ გააცნოს. 

ერთ-ერთი გადასაღები ადგილი სტეფანწმინდაა, სადაც თათია ბუხრაშვილი იმყოფებოდა.