საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

მუსიკალური ნოემბერი თბილისში - საზოგადოებრივი მაუწყებელი საბავშვო ევროვიზიის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი საბავშვო ევროვიზიის ეროვნულ კონკურსს აცხადებს და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს 9-დან 14 წლამდე სოლისტებს და მუსიკალურ ჯგუფებს. 

ერთი სიმღერა საკუთარი რეპერტუარიდან, ცოტა მონდომება, დიდი სურვილი და შენ კომპეტენტური ჟიურის რჩეული ხდები. ჩაერთე კონკურსში, 17 ივლისიდან პირველ სექტემბრამდე გამოაგზავნე ელ. მისამართზე  - junioreurovision@gpb.ge ან მოიტანე  საზოგადოებრივზე: სიმღერა (საკუთარი რეპერტუარიდან), ფოტო, ბიოგრაფია და მიუთითე საკონტაქტო ნომერი. გამოიყენე შანსი გახდე საუკეთესო საუკეთესოთა შორის, სპეციალურად შენთვის შეიქმნება ახალი სიმღერა და ამ სიმღერით წარადგინე საქართველო ევროპის ყველაზე დიდ, საბავშვო მუსიკალურ დღესასწაულზე.

„ევროვიზია ჯუნიორს“ წელს საქართველო მასპინძლობს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ eurovision-georgia.ge დაგვიკავშირდით  - 2409110