საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ევროვიზიის გამარჯვებული სიმღერა და-ძმა სობრალებმა ერთად შეასრულეს

რიგით 62-ე ევროფესტივალის გამარჯვებულმა, პორტუგალიის წარმომადგენელმა სალვადორ სობრალმა საფინალო კონცერტის დასასრულს სიმღერა Amar Pelos Dois ამჯერად დასთან, ლუიზა სობრალთან ერთად შეასრულა. სიმღერის ავტორი სწორედ ლუიზა სობრალია. 

ცნობილია, რომ სალვადორ სობრალს გულის პრობლემები აქვს. იგი გულის გადანერგვის რიგში დგას და მისი ჯანმრთელობის მდგომაროება საკმაოდ რთულია. რეპეტიციების დროს კი, მას და ეხმარებოდა. 

„ევროვიზიის“ სიმღერის რიგით 62-ე კონკურსის ფინალი კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში 13 მაისს გაიმართა. შოუს პირდაპირი ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ეთერში განხორციელდა.

ევროფესტივალის ფინალისტები იყვნენ: ისრაელი, პოლონეთი, ბელარუსი, ავსტრია, სომხეთი, ნიდერლანდები, მოლდოვა, უნგრეთი, იტალია, დანია, პორტუგალია, აზერბაიჯანი, ხორვატია, ავსტრალია, საბერძნეთი, ესპანეთი, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, კვიპროსი, რუმინეთი, გერმანია, უკრაინა, ბელგია, შვედეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი.

წლევანდელმა გამარჯვებულმა ქვეყანამ რიგით 63-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსი მოიპოვა.

საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე სიმღერით Keep the Faith „ევროვიზიის სიმღერის“ კონკურსის პირველ ნახევარფინალში გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.