საზოგადოებრივი
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

მარიამ მამადაშვილი კიევში ევროვიზიაზე საპატიო სტუმრად მიიწვიეს

საბავშვო ევროვიზიის“ 2016 წლის კონკურსის გამარჯვებული მარიამ მამადაშვილი კიევში, „ევროვიზიის“ შოუზე დასასწრებად იმყოფება. ის „ევროვიზიის“ 2017 წლის ორგანიზატორებმა საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს.

საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში მე-2 ნომრად გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა. ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი 13 მაისს ჩატარდება და კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება. ქვეყანა, რომელსაც გამარჯვებული წარმოადგენს რიგით 63-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსს მოიპოვებს.

საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული 2016 წელს მესამედ გახდა და საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. წელს საბავშვო ევროვიზიას" საქართველო მასპინძლობს.