საზოგადოებრივი
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

საქართველოს ხმის ემოციური შესრულება - თამარა გაჩეჩილაძის Keep the Faith

თამარა გაჩეჩილაძე, სიმღერით Keep the Faith ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველ ნახევარფინალში მე-2 ნომრად გამოვიდა. კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში პირველი ნახევარფინალური საღამოს დასასრულს გაირკვევა, გადავა თუ არა ქართველი მონაწილე ფინალში. 

პირველი ნახევარფინალის მონაწილეები საერთაშორისო ჟიურიმ გუშინ შეაფასა. დღეს კონკურსანტებს მაყურებელი შეაფასებს. შოუს დასასრულს ჟიურისა და მაყურებლის ხმის მიცემის შედეგები პროპორციულად (პრინციპით 50/50%-ზე) დაჯამდება. პირველი ნახევარფინალის მონაწილე 18 კონკურსანტიდან ფინალში -10 რჩეული შემსრულებელი გადავა.