საზოგადოებრივი
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

თამარა გაჩეჩილაძე ჟიურის წინაშე წარდგა - ექსკლუზიური კადრები კულისებიდან

ევროვიზიის ქართველი მონაწილე თამარა გაჩეჩილაძე ევროვიზიის სცენაზე ჟიურის წინაშე გამოვიდა. პირველი ნახევარფინალის მონაწილეებს დღეს საერთაშორისო ჟიური აფასებს. კენჭისყრა ფარულია, შესაბამისად ქულების რაოდენობა დღეს ცნობილი არ გახდება. ჟიურის ქულები მაყურებლის ხმებთან დაჯამდება და ფინალისტების ვინაობა ხვალ გაირკვევა.

​როგორც "მოამბის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება თამარა გაჩეჩილაძის გამოსვლა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. ქართველი მომღერალი ჟიურის წინაშე მეორე ნომრად გამოვიდა, პირველ ნომრად კი შვედეთის წარმომადგენელი წარსდგა. 

9 მაისს პირველ ნახევარფინალურ ტურში 18 კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას. წელს ევროფესტივალს 42 კონკურსანტი ჰყავს, მათ შორის ფინალში პირველი და მეორე ნახევარფინალის შემდეგ 20 სიმღერა მოხვდება. ფინალში ავტომატურად გადასულია ე.წ. დიდი ხუთეული: იტალია, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და შარშანდელი გამარჯვებული - უკრაინა. 

თამარა გაჩეჩილაძე სცენაზე მეორე ნომრად გამოვა და შეასრულებს სიმღერას "keep the faith." უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, ხვალ შესაძლებლობა ექნებათ, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მხარი დაუჭირონ ქართველ მონაწილეს. 

კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში, შოუ 9 მაისს 23:00 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის  ეთერით გადაიცემა. „ევროვიზია“  წელს 62-ედ ტარდება და საქართველო კონკურსში მეათედ მონაწილეობს. უკრაინამ „ევროვიზიის“ კონკურსს 2005 წელს უმასპინძლა.