საზოგადოებრივი
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

„ევროვიზია 2017“-ის პირველი ნახევარფინალის მონაწილეებს დღეს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს

„ევროვიზია 2017“-ის პირველი ნახევარფინალის მონაწილეებს დღეს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. როგორც საზოგადოებრივის ჟურნალისტი კიევიდან იუწყება, ხმის მიცემა ფარული კენჭისყრით, გენერალური რეპეტიციის შემდეგ ჩატარდება. ხვალ კი ჟიურის ქულები მაყურებლის ხმებთან დაჯამდება და ფინალისტების ვინაობა გაირკვევა. 

9 მაისს პირველ ნახევარფინალურ ტურში 18 კონკურსანტი მიიღებს მონაწილეობას. წელს ევროფესტივალს 42 კონკურსანტი ჰყავს, მათ შორის ფინალში პირველი და მეორე ნახევარფინალის შემდეგ 20 სიმღერა მოხვდება. ფინალში ავტომატურად გადასულია ე.წ. დიდი ხუთეული: იტალია, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და შარშანდელი გამარჯვებული - უკრაინა. 

თამარა გაჩეჩილაძე სცენაზე მეორე ნომრად გამოვა და შეასრულებს სიმღერას "keep the faith." უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, ხვალ შესაძლებლობა ექნებათ, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მხარი დაუჭირონ ქართველ მონაწილეს. 

კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში, შოუ 9 მაისს 23:00 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის  ეთერით გადაიცემა. „ევროვიზია“  წელს 62-ედ ტარდება. უკრაინამ „ევროვიზიის“ კონკურსს 2005 წელს უმასპინძლა.