
თამარა გაჩეჩილაძე უკრაინაში საქართველოს საელჩოში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა
„ევროვიზია 2017-ის“ ქართველმა მონაწილემ თამარა გაჩეჩილაძემ უკრაინაში საქართველოს საელჩოში, 2 მაისს, პრესკონფერენციაზე, ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისა და ევროფესტივალზე აკრედიტებული ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
თამარა გაჩეჩილაძე ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 9 მაისს, მეორე ნომრად იმღერებს. საკონკურსო სიმღერის Keep the Faith მუსიკის ავტორია ანრი ჯოხაძე, ხოლო ტექსტის თამარა გაჩეჩილაძე.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს (რუსეთი კონკურსს გამოეთიშა).
შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს. 9, 11 და13 მაისს, 23:00 საათზე, „ევროვიზია 2017“ პირველი არხის პირდაპირ ეთერშია.