საზოგადოებრივი
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის Keep the Faith კლიპის პრეზენტაცია, მალე

2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს თამარა გაჩეჩილაძე წარადგენს, სიმღერით Keep the Faith.

რამდენიმე დღეში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სიმღერის Keep the Faith კლიპის პრეზენტაცია შედგება. ვიდეორგოლს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეჟისორი თემურ კვირკველია იღებს, მუშაობა თითქმის დასრულებულია. 

სიმღერის Keep the Faith ავტორები ანრი ჯოხაძე და თამარა გაჩეჩილაძე არიან. Keep the Faith ახალი არანჟირებით „ბრავო სტუდიაში“ ჩაიწერა. ბექ-ვოკალში წარმოდგენილია ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალისტთა 25-კაციანი გუნდი, ვახტანგ გაბიძაშვილის დირიჟორობით.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. ევროფესტივალში წელს 43 ქვეყანა მონაწილეობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.