საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

საქართველოში საბავშვო ევროვიზიის ჩატარების დრო და ადგილი დღეს გახდება ცნობილი

საქართველოში 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის ჩატარების დრო და ადგილი ცნობილი დღეს გახდება.

საბავშვო ევროვიზიის კონკურსის საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სასტუმროში Holiday Inn ამ თემაზე პრესკონფერენცია14:00 საათზე გაიმართება. 

ამჟამად, საქართველოში საბავშვო ევროვიზიის კონკურსის საკოორდინაციო ჯგუფი იმყოფება, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული.

ჯგუფი სამუშაო შეხვედრებს მართავს 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების საკითხებთან დაკავშირებით. 

2016 წელს საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მესამედ გახდა და საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა, მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია. საბავშვო ევროფესტივალის რიგით მე-14 კონკურსზე მარიამ მამადაშვილმა გამარჯვება 239 ქულით მოიპოვა, რის შემდეგაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან მიიღო შეთავაზება 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ.