საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

საბავშვო ევროვიზიასთან დაკავშირებით, საქართველოში ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები იმყოფებიან

ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი საქართველოში. 

EBU  სუპერვაიზორი ჯონ ოლა სანდი და საერთაშორისო პროექტების მენეჯერი გერტ კარკი თბილისში, საბავშვო ევროვიზიასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე სასაუბროდ ჩამოვიდნენ. 

შეხვედრა გაიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებთან, მათ შორის პროექტის ხელმძღვანელ სერგი გვარჯალაძესთან და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან.

საუბარი შეეხო თბილისში შოუს ჩატარების საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებს. 

საბავშვო ევროვიზია 2017-ს თბილისი ნოემბერში უმასპინძლებს. დელეგაცია დღეს იმ ლოკაციებსაც დაათვალიერებს, საიდანაც მოგვიანებით შეირჩევა ის დარბაზი, რომელიც შოუს მასპინძელი იქნება.