საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

თაკო გაჩეჩილაძე უკრაინის ეროვნულ კონკურსზე სტუმრის სტატუსით მიიწვიეს

თაკო გაჩეჩილაძე - 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი უკრაინის ეროვნულ კონკურსზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიწვიეს.

უკრაინის შიდაშესარჩევი ტურის პირველი ნახევარფინალი 4 თებერვალს გაიმართა; მეორე ნახევარფინალი 11, ხოლო მესამე 18 თებერვალს შედგება. უკრაინის ეროვნული ფინალი 25 თებერვალს ჩატარდება. ეროვნული კონკურსის გამარჯვებული უკრაინას 2017 წლის ევროფესტივალზე წარადგენს.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.