საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

საქართველო გრანდიოზული საერთაშორისო კონკურსის მასპინძლობისთვის ემზადება - საბავშვო ევროვიზია წელს ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება

საქართველო გრანდიოზული საერთაშორისო კონკურსის მასპინძლობისთვის ემზადება. საბავშვო ევროვიზია, წელს პირველად, ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება, ქვეყანაში რომელიც ევროფესტივალის გამარჯვებული ყველაზე მეტჯერ გახდა. 

გადაწყვეტილება ევროპის მაუწყებელთა კავშირმა კონკურსში წინა წელს  მარიამ მამადაშვილის გამარჯვების შემდეგ მიიღო.  

ევროვიზია 2017-ის პროექტს სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს. კონკრეტულად სად გაიმართება კონკურსი, ეს თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი.