საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი საქართველოში გაიმართება

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაახმიანეს, რომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-15 კონკურსი საქართველოში ჩატარდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა. პრესკონფერენციას დაესწრნენ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე.

საქართველომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობა პირველად 2007 წელს მიიღო. საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული კი სამჯერ გახდა და საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა.

საქართველომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში პირველად გამარჯვება 2008 წელს მოიპოვა, როცა ჯგუფმა "ბზიკებმა" კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში პირველი ადგილი დაიმსახურა. მეორედ, 2011 წელს გამარჯვებული გახდა ჯგუფი Candy, სიმღერით Candy Music. მესამე გამარჯვება კი ქვეყანას მარიამ მამადაშვილმა, სიმღერით "მზეო" მოუტანა.

(ფოტო: ნიკა საბულუა)


 eurovision.tv