საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

კენჭისყრის შედეგად, საქართველო 2017 წლის ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას

2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე პირველ ნახევარფინალურ საღამოზე 9 მაისს, კონცერტის პირველ ნახევარში, იმღერებს.

62-ე ევროფესტივალის მონაწილე ქვეყნები ნახევარფინალებში კენჭისყრის შედეგად, 31 იანვარს, კიევში, გადანაწილდნენ.

პირველი ნახევარფინალი (9 მაისი)

პირველი ნაწილი

მონტენეგრო
ფინეთი
საქართველო
პორტუგალია
ბელგია
შვედეთი
ალბანეთი
აზერბაიჯანი
ავსტრალია

მეორე ნაწილი

კვიპროსი
სლოვენია
სომხეთი
მოლდოვა
ჩეხეთის რესპუბლიკა
ლატვია
ისლანდია
საბერძნეთი
პოლონეთი

მეორე ნახევარფინალი (11 მაისი)

პირველი ნაწილი

მაკედონია
მალტა
ნიდერლანდები
სერბეთი
დანია
რუსეთი
რუმინეთი
უნგრეთი
ავსტრია
ირლანდია

მეორე ნაწილი

შვეიცარია
ესტონეთი
ისრაელი
ბულგარეთი
სან მარინო
ლიტვა
ხორვატია
ნორვეგია
ბელარუსი

ევროვიზიის კონკურსანტების სცენაზე გამოსვლის რიგითობას შოუს პროდიუსერები განსაზღვრავენ.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (უკრაინა) და ე. წ. დიდი ხუთეულის გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი 20 შემსრულებელი ნახევარფინალური ტურებიდან შეირჩევა.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. ევროფესტივალში წელს 43 ქვეყანა მონაწილეობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.

(eurovision.tv)