საზოგადოებრივი
104.5 FM
EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

2017 წლის ევროვიზიის ლოგოტიპი და სლოგანი ცნობილია

უკრაინის მაუწყებელმა (UA:PBC) და ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ლოგოტიპი და სლოგანი წარმოადგინეს. წელს ევროფესტივალის თემა და მთავარი გზავნილია - "იზეიმე მრავალფეროვნება" (Celebrate Diversity).

ლოგოტიპი კი უკრაინის ნაციონალურ სამკაულს, ყელსაბამს (Namysto) გამოსახავს. ეს ყელსაბამი უკრაინაში ითვლება თილისმად, სილამაზისა და ჯანმრთელობის სიმბოლოდ. ყელსაბამი ბევრი განსხვავებული მძივისგან შედგება. ნაკეთობა ერთდროულად მრავალფეროვანიც არის და ინდივიდუალობასაც გამოხატავს. 

2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს, სიმღერით - Keep the Faith.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. ევროფესტივალში წელს 43 ქვეყანა მონაწილეობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.

eurovision.tv