EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

საშა ჟან-ბაპტისტი - საერთაშორისო ჟიურის წევრი

ცნობილი შვედი რეჟისორი საშა ჟან-ბაპტისტი არის JEAN BAPTISTE GROUP კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი. კომპანიის საქმიანობა არის პროდიუსირება გაუწიოს სხვადასხვა კონცერტებს, იმუშაოს მომღერლების სასცენო იმიჯზე. ის, როგორც ქორეოგრაფი მუშაობს Melodifestivalen 2016-ზე, რომელიც შვედეთში ევროვიზიის სიმღერის შიდაშესარჩევი კონკურსია.

საშა ჟან-ბაპტისტი არის შვედეთის IDOL-ის ქორეოგრაფი, ასევე შვედეთის X-Factor-ის ვიზუალური კოორდინატორი. ის მუშაობს სხვადასხვა ქვეყნის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წარმომადგენლებთან. მან შექმნა სატელევიზიო შოუები და მუშაობდა ისეთ ცნობილ მომღერლებთან, როგორებიც არიან Darin, Loreen და სხვ.

საშა ჟან ბაპტისტმა იმუშავა ნინა სუბლატთან, 2015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელთან და ასევე 2016 წლის ევროფესტივალის ქართველ მონაწილეებთან ნიკა კოჩაროვთან და ჯგუფთან Young Georgian Lolitaz.