EN | GE საქართველოს ხმა ევროვიზიაზე

ბორისლავ მილანოვი - საერთაშორისო ჟიურის წევრი

ბორისლავ მილანოვი მუსიკალური პროდიუსერი და კომპოზიტორია. ბორისლავი არის მუსიკალური ლეიბლის და ბრენდის Symphonics-ის დამფუძნებელი, ასევე Symphonics International-ის თანადამფუძნებელი და რეჟისორი. მონაწილეობს ცნობილი მომღერლების კონცერტების ორგანიზებაში; მუშაობს მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან ანდრეა ბოჩელი, ჯენიფერ ლოპესი, ბენდი Jamiroquai, ჯგუფი Prodigy, შაკირა და სხვები.

ის მრავალი ჰიტის ავტორი და თანაავტორია, მათ შორის აღსანიშნავია "LADIDADI" და "9 Lives".

ჩართული იყო მეგაშოუებისა და ფესტივალების ორგანიზებაში ბულგარეთში, ავსტრიაში, რუმინეთში, სერბეთში. მუშაობდა საერთაშორისო პროექტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ვენაში.